×
ბურთები
ვარჯიში
კონსტრუქტორები
ბორბლიანი
  • your

    წესები და პირობები

    YOUR.GE ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით შემდეგ სამოხმარებლო პირობებს.

    გთხოვთ გაეცნოთ ყურადღებით:

    1. ტერმინთა განმარტება

    წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

    1. გამყიდველი — YOUR.GE, რომელიც ახორციელებს საქონლის რეალიზაციას მყიდველებზე სავაჭრო ობიექტის ფარგლებს გარეთ, ე.ი. დისტანციური ფორმით, ინტერნეტის გლობალური ქსელის მეშვეობით, ინტერნეტ-მაღაზიიდან.

    2. მყიდველი —  პირი, რომელმაც YOUR.GE ვებგვერდზე განათავსა შეკვეთა ვებგვერდის მეშვეობით.

    3. მიმღები — მყიდველის მიერ შეკვეთის ფორმირებისას მითითებული (მოხსენიებული) ფიზიკური პირი, რომლის მისამართზეც გამყიდველის მიერ ხდება საქონელის მიწოდება.

    4. YOUR.GE - ვებგვერდი – YOUR.GE-ს საკუთრებაში არსებული ელექტრონული მისამართი და მისი ყველა ქვეგვერდი;

    5. ელექტრონული მისამართი - https://your.ge/

    6. ინტერნეტ მაღაზია – ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს YOUR.GE-ს საკუთრებას (ან არის YOUR.GE-ს დროებით სარგებლობაში) და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია შეთანხმების 1-ი მუხლის მე-5 პუნქტში;

    7. საქონელი, პროდუქტი, პროდუქცია – YOUR.GE-ს ვებ გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;

    8. Cookies – ელექტრონული იდენტიფიკატორები, ე.წ. ქუქი ფაილები, რომელსაც ვებგვერდზე სტუმრობისას YOUR.GE ვებგვერდი ათავსებს და ინახავს თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაში. ქუქი ფაილების მეშვეობით მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიტიკა საშუალებას გვაძლევს, მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენ მიერ YOUR.GE-ს ვებ გვერდით სარგებლობის თავისებურებების შესახებ და დავიმახსოვროთ იგი, რათა შემდგომში უზრუნველვყოთ თქვენ მიერ YOUR.GE-ს ვებგვერდით სარგებლობის   გამოცდილების გაუმჯობესება და თქვენზე მორგება. გარდა ამისა, ქუქი ფაილების დაშვება თქვენს მოწყობილობაში ხელმისაწვდომს ხდის რიგი დამატებითი ფუნქციებით სარგებლობასაც. თქვენ მიერ გამოყენებული ინტერნეტ ბრაუზერის მწარმოებლის ვებგვერდზე, როგორც წესი, მოიპოვება ინფორმაცია, თუ როგორ უნდა აკრძალოთ ქუქი ფაილების მიღება თქვენს მოწყობილობაში, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებით, რომელიც კომფორტულს ხდის ჩვენთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა – მუდამ გქონდეთ ჩართული ეს ფუნქცია როდესაც ეწვევით ჩვენს ვებგვერდს;

    9. ვიზიტორი – ფიზიკური პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის YOUR.GE-ს ვებგვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.

    10. ავტორიზაცია – YOUR.GE-ს ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს ფიზიკურ პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი YOUR.GE-ს ვებგვერდზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს ან დაამატოს ახალი;

    11. მომხმარებლის გვერდი- ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ განხორციელებულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;

    12. ავტორიზაციის გავლა – ფიზიკური პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და პაროლის YOUR.GE-ს ვებგვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით;

    13. რეგისტრაცია – ფიზიკური პირის მიერ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით YOUR.GE-ს ვებგვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც პირის მიერ გულისხმობს მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და პასვორდის შექმნას და აძლევს პირს ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას;

    14. პერსონალური ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც – პერსონალური მონაცემი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით;

    15. პროფილი – მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია.

    16. ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ – ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს YOUR.GE მისი ვებგერდის მომხმარებლების და დამთვალიერებლების შესახებ;

    17. მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია YOUR.GE-ს ვებგვერდზე;

    18. პაროლი – სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს YOUR.GE-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან;

    19. მომხმარებლის სახელი ან/და ელ. ფოსტის მისამართი - პირის ვირტუალური სახელი, რომელსაც პირი იყენებს YOUR.GE-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება YOUR.GE-ს მიერ;

    20. საკურიერო კომპანია – კომპანია, რომელიც რიგ შემთხვევაში უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ YOUR.GE-ვებგვერდზე შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე და პასუხისმგებელია პროდუქციის დროულად მიწოდებაზე კომპანიის ან/და ქარხნული შეფუთვისა და სასაქონლო სახის დაცვით;

    2. შეკვეთის გაფორმებისა და შესრულების ვადები

    2.1 მყიდველის მიერ შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით, YOUR.GE-ს ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ ან ავტორიზაციის გარეშე, მობილურის ნომრის ვერიფიკაციის და მისამართის მითითების შემდეგ.

    2.2 შეკვეთის გაფორმებისას მყიდველი ატყობინებს გამყიდველს შეკვეთის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციას: სახელს, გვარს, მყიდველის ან შეკვეთის მიმღების პირად ნომერს, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს და სხვა ინფორმაციას, რაც მითითებული იქნება სავალდებულოდ, საქონლის შეკვეთის ელექტრონულ ფორმაში.

    2.3 ინტერნეტის ქსელის მეშვეობით შეკვეთის გაფორმებისას მყიდველი ავსებს საქონლის შეკვეთის ელექტრონულ ფორმას და უგზავნის გამყიდველს შეკვეთას ინტერნეტის ქსელის მეშვეობით.

    2.4 შეკვეთის მიღების შემდეგ გამყიდველი ტელეფონით, ელექტრონული ფოსტის თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებით ათანხმებს შეკვეთის მიწოდების თარიღსა და დროს. აღნიშნული თარიღი და დრო დამოკიდებულია მიწოდების რეგიონზე და შეკვეთის დამუშავებისათვის საჭირო დროზე.

    2.5 იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის მიღების შემდეგ აღმოჩნდება, რომ გამყიდველის საწყობში არ არის შეკვეთილი საქონლის საჭირო რაოდენობა ან პროდუქტი საერთოდ ხელმიუწვდომელია, გამყიდველი ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ატყობინებს ამის თაობაზე მყიდველს. მყიდველი უფლებამოსილია დათანხმდეს და მიიღოს გამყიდველის ხელთ არსებული საქონლის რაოდენობა ან გააუქმოს საქონლის აღნიშნული პოზიცია შეკვეთიდან. შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში მყიდველისგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში გამყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა სრული მოცულობით. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მყიდველის მიერ გადახდილი პროდუქციის ღირებულება უკან უბრუნდება მყიდველს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

    2.6. გამყიდველი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს მიღებული შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა შეკვეთის გაუქმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

    2.7 ვებგვერდზე წარმოდგენილი ყველა მასალა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს და შესაძლოა სრულად არ გადმოსცემდეს აბსოლუტურად სარწმუნო ცნობებს საქონლის თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ, ფერის, ზომებისა და ფორმების ჩათვლით. საქონლის თვისებებსა და მახასიათებლებთან დაკავშირებით მყიდველის მხრიდან კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მყიდველმა შეკვეთის გაფორმებამდე უნდა მიმართოს გამყიდველს ტელეფონით, სოციალური ქსელით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

    2.8. შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების პერიოდი თბილისის ტერიტორიაზე შეადგენს არაუმეტეს 4 (ოთხი) სამუშაო დღისა, ხოლო რეგიონებში არაუმეტეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა (ასეთი მომსახურების არსებობის შემთხვევაში). გაუთვალისწინებელ შემთხვევებში შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს, რის შესახებაც გაცნობებთ კომპანიის წარმომადგენელი ტელეფონის, ელ-ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით.

    3. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება

    3.1. როდესაც უკვეთავთ ნივთს ჩვენს ვებ გვერდზე, ან გვიგზავნით შეტყობინებას, კომპანიასა და თქვენ შორის დგება ელექტრონული კომუნიკაცია, შესაბამისად, კომპანია თქვენს დასმულ კითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან თქვენს ელ. ფოსტაზე მოწერის გზით, ან/და შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის (პასუხის) გამოქვეყნებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ურთიერთობის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და თქვენ შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.

    4. საავტორო უფლებები

    4.1. YOUR.GE-ვებგვერდზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი არის YOUR.GE-ს ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

    5. მომხმარებლის გვერდი

    5.1. თუ თქვენ იყენებთ YOUR.GE-ს ინტერნეტ მაღაზიას და დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე, მაშინ თქვენ გაქვთ თქვენ მიერ შედგენილი პაროლი გვერდის პროფილში შესასვლელად და აღნიშნული პაროლის გადაცემა მესამე პირებზე თქვენი პასუხისმგებლობაა. YOUR.GE რეკომენდაციას გიწევთ, არავის გადასცეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი.

    6. არასრულწლოვანი მყიდველი

    6.1. YOUR.GE არ ახორიციელებს პროდუქციის რეალიზაციას არასრულწლოვან პირებზე. არასრულწლოვნების შემთხვევაში, პროდუქციის შეკვეთა უნდა მოხდეს პირის უფლებამოსილი წარმომადგენლთან შეთანხმებით;

    იმ შემთხვევაში თუ გადახდა ხდება ონლაინ, საბანკო გადმორიცხით ან საბანკო ბარათით ან სხვა ელექტრონული საშუალებით, ეს ნიშნავს, რომ პირი იდენტიფიცირებული ჰყავს ბანკს ან ელ.საშუალებით გადამხდელის პროვაიდერს და ეს პირი არის სრულწლოვანი.

    YOUR.GE იტოვებს უფლებას, გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

    7. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

    7.1. YOUR.GE-ს ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას, მომხმარებლისთვის შეკვეთის მიწოდებას YOUR.GE უზრუნველყოფს თავად ან დაქირავებული საკურიერო კომპანიის მეშვეობით.

    7.2. საკურიერო კომპანიის მიერ პროდუქციის ტრანსპორტირებისას გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს დაზიანებული ან სხვა ტიპის ხარვეზის მქონე გზავნილი/ნივთი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს YOUR.GE-ს ელ.ფოსტაზე: your.ge@yahoo.com ან მსგავსი შემთხვევებისთვის განკუთვნილ, ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ამგვარი გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში, YOUR.GE არ არის ვალდებული განიხილოს მომხმარებლის პრეტენზიები.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ შუამავალი კომპანიის შეცდომების, დაუდევრობასა  და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის მდგომარეობა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ საკუროერო კომპანიის მიერ წარმოდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხარებელს უფლება აქვს  კურიერთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობის, მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

    7.3. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირებას ახორციელებს თავად კომპანია, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს დაზიანებული ან სხვა ტიპის ხარვეზის მქონე გზავნილი და აღნიშნულის თაობაზე პრეტენზია დააფიქსიროს მიმწოდებელ კურიერთან, რომელიც უმოკლეს ვადაში ატყობინებს კომპანიას შექმნილი გარემოების თაობაზე.

    7.4. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ პროდუქციას აღმოაჩნდა ფარული ნაკლი, რომლის გამოვლენაც ობიექტურად შეუძლებელი იყო მისი პირველადი დათვალიერებისას,  მომხმარებელი არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ეწვიოს ჩვენ მიერ მითითებულ კომპანიის ფილიალს, სადაც დადგინდება ნივთის დაზიანება ქარხნულია თუ მექანიკური, რის შემდეგაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.

    8. პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები

    8.1. როგორც შეთანხმების მე-7 მუხლით არის განსაზღვრული, თქვენ გაქვთ უფლება არ ჩაიბაროთ პროდუქცია, თუ ის არ შეესაბამება ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ან თქვენ მიერ შეკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა ვებგვერდზე გამოქვეყნებულ და შეკვეთილ პროდუქციას შორის უნდა შემოწმდეს თქვენთვის შეკვეთის გადმოცემისას, მმწოდებელი კურიერის თანდასწრებით.

    8.2. შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ პროდუქცია და არ მოაწეროთ ხელი მიღება-ჩაბარების აქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლო უმოკლეს ვადაში მოგაწვდით ახალ პროდუქტს ან მის ალტერნატივას. თუ ჩვენ ვერ  შევძლებთ მოგაწოდოთ ახალი პროდუქტი ან ჩაგინაცვლოთ თქვენთვის მისაღები ალტერნატიული ნივთით, აღნიშნული პროდუქტის საფასური დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

    8.3. პროდუქციის შესაბამისობა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ თქვენი მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს ან ნივთი ჩაიბარეთ ხელმოწერის გარეშე, მაგრამ ჩაბარებიდან 1 საათის მანძილზე არ განაცხადეთ ნივთის დაზიანების/შეუსაბამობის შესახებ ზემოთ ხსენებული საშუალებებით, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება.

    8.4. ვინაიდან ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის ვიზუალური მახასიათებლები შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს პროდუქციის ფაქტობრივი ვიზუალისგან, ამგვარი განსხვავება არ ჩაითვალება შეკვეთილ და მიწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობად. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, შემძენს შეუძლია შეკვეთის გაფორმებამდე დაუკავშირდეს გამყიდველს დეტალების დაზუსტების მიზნით.

    9. რედაქტირება, წაშლა, დამატება, მოდიფიკაცია

    9.1.მაღაზია იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას ვებგვერდზე ნებისმიერი ინფორმაციის, ფასების, შესყიდვის პირობების, მიტანის, მომსახურების პირობების, წაშლის ან დამატების თაობაზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ასევე შეცვალოს ან გააუქმოს ყველა პირობა საქონლის შესყიდვაზე. მოდიფიცირებული შეთანხმება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან და იმოქმედებს ვებგვერდზე პუბლიკაციის შემდგომ განხორციელებულ გარიგებებზე.

    10. გაუქმების უფლება

    10.1 გამყიდველი უფლებას იტოვებს, თავისი შეხედულებისამებრ გააუქმოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვა. ასევე არეგულიროს გარკვეულ საქონელზე  წვდომა და ფასები.

    11. პროდუქციის ღირებულება

    11.1. ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული ფასები შეიცავს პროდუქციის ღირებულებასა და საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

    11.2. თუ აღმოჩნდება რომ ვებ გვერდზე მითითებული ფასი არ შეესაბამება პროდუქციის რეალურ ღირებულებას, ხოლო შეცდომა პროდუქტის ფასში მომხმარებლისთვის აუარესებს შეძენის პირობებს, ჩვენ შეგითანხმებთ ამგვარ შემთხვევას და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევასრულებთ თქვენს შეკვეთას, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თქვენი შეკვეთა გაუქმდება.

    11.3. შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება, გამყიდველის შეხედულებისამებრ, შესაძლოა იყოს უფასო ან ფასიანი. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული შეკვეთის გაფორმების მომენტისთვის შეკვეთის მომხმარებლამდე ტრანსპორტირება იქნება ფასიანი, ტრანსპორტირების ღირებულება ავტომატურად დაემატება შეკვეთილი პროდუქციის ღირებულებას, რაც აისახება გადახდის გვერდზე ასახულ გადასახდელი თანხის ოდენობაში.

    11.4. გადახდა ხორციელდება უნაღდო ან ნაღდი ანგარიშწორების გზით. ანგარიშსწორების მეთოდები მოცემულია გადახდის გვერდზე.

    12. პერსონალური ინფორმაცია

    12.1. YOUR.GE თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

    12.2. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ ინტერნეტ მაღაზიის წარმატებული მუშაობისა და თქვენი ეფექტური მომსახურებისთვის:

    ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია გვეხმარება მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ ჩვენი მომსახურება, ქვემოთ მოცემულია ინფორმაციის ტიპები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ:

    ▪ ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თავად – ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით/არეგისტრირებთ ინტერნეტ მაღაზიაში ან სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა ამ შემთხვევაში, ვერ ისარგებლებთ იმ უპირატესობებით, რომელი უპირატესობების სარგებლობისათვის აუცილებელია ესა თუ ის ინფორმაცია, მაგალითად, თუ არ გვეცოდინება თქვენი მისამართი, ვერ შევძლებთ პროდუქტის მოწოდებას და ვერ დავითვლით ტრანსპორტირების ფასს, მისამართის შესახებ ინფორმაციის მოწოდებამდე.

    ▪ ავტომატურად მოწოდებული ინფორმაცია – ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა cookies-ს.

    ▪ მობილურის შემთხვევაში – მაშინ როდესაც თქვენ იყენებთ YOUR.GE-ს მობილურ აპლიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩვენ შეიძლება მივიღოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენ ადგილმდებარეობისა და თქვენი მოწყობილობის უნიკალური ნომრის (EMEI, MAC Address და სხვა) შესახებ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენთვის ადგილმდებარეობის შესაბამისი მომსახურების მოწოდებისათვის.

    ▪ ელექტრონული ფოსტა – ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, ჩვენ ხშირად ვიღებთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი წერილი და გაეცანით მას.

    ▪ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია – ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან და ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენ შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენებთ Facebook-ით ავტორიზაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ Facebook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია თქვენ შესახებ.

    მომხმარებლების პირადი ინფორმაცია არის უსაფრთხოდ შენახული და მაქსიმალურად დაცული.  

    13. Cookies – ქუქი ფაილები

    13.1. ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც, ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლისას, შეინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტში, მობილურ ტელეფონსა თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობაში. ეს ფაილები არ წარმოადგენს საფრთხეს არც თქვენი კომპიუტერისი თუ სხვა მოწყობილობისთვის და არც თქვენი უსაფრთხოებისთვის. როდესაც შედიხართ ჩვენს ვებვებგვერდზე, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებგვერდს, რომ დაგიმახსოვროთ თქვენ და მოვახდინოთ მიღებულ მონაცემთა ანალიტიკა იმისა, თუ როგორ გამოიყენეთ ჩვენი თუ ინტერნეტ სივრცეში არსებული სხვა ვებგვერდი თითოეული შესვლის დროს, რაც უზრუნველყოფს ვებგვერდის უკეთესად მორგებას თქვენზე.

    13.2. YOUR.GE-ს ვებგვერდით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქუქი ფაილების მიღებას თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაზე.

    თუ გსურთ, რომ უფრო მეტი გაიგოთ ქუქი-ფაილების შესახებ, აღნიშნულის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტსივრცეში.

    14. აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე

    14.1. მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, YOUR.GE სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში YOUR.GE აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ნივთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი თუ სხვა) აწვდის მესამე პირს და/ან პირებს.

    ▪ ბიზნესის განვითარება – ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება წამოვიწყოთ ახალი სახის საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენი ახალი ბიზნეს ინტერესებისათვის.

    ▪ თქვენი ნებართვით – თუ ჩვენ განვიზრახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემას (გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისა) ამის შესახებ ჩვენ წერილობით გაცნობებთ და მხოლოდ თქვენი დასტურის მიღების შემდეგ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს.

    15. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით

    15.1. ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

    16. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

    16.1. თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან ან/და თქვენი მომხმარებლის გვერდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე. ყოველთვის გამოიყენეთ მოხმარებლის გვერდიდან გასვლის ფუნქცია როდესაც ტოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს არაუფლებამოსილი პირის მიერ თქვენი მომხმარებლის გვერდის გამოყენების შედეგად დამდგარ ნებისმიერი ტიპის ზიანზე.

    17.   ფორს-მაჟორი

    17.1. შეთანხმებაში  მონაწილე  მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შეთანხმების პირობების  შესრულებაზე  იმ შემთხვევაში,  თუ ეს გამოწვეულია  ისეთი   ფორს-მაჟორული მდგომარეობით, რომლის   დროსაც   მხარეთათვის მათი  შესრულება  შეუძლებელი  ხდება. ფორსმაჟორში   იგულისხმება ომი,   სტიქიური   უბედურება (მიწისძვრა,წყალდიდობა, ხანძარი, მეწყერი), ეპიდემია. აღნიშნულის   შესახებ,  შეთანხმებით   გათვალისწინებული ვალდებულებების   შესრულების   ვადები   შესაბამისად   გადაიწევს ფორსმაჟორული გარემოებების   მოქმედების  ვადის   მიხედვით. ამ დროს  მხარე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება   მხოლოდ   ფორსმაჟორული გარემოების  არსებობის   პერიოდში. ეს ვალდებულებები   დაუყოვნებლივ ნდა შესრულდეს   ფორსმაჟორული  გარემოებების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.

    18. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

    18.1. მომხმარებელს წვდომა აქვს YOUR.GE-ს ვებგვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა მონაცემთან, რომელიც YOUR.GE-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, მის მიერ YOUR.GE-ს ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.

    18.2. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებულ მომხმარებელს სურს თავისი მომხმარებლის გვერდის  გაუქმება, აღნიშნული მოთხოვნით მომხმარებელმა უნდა მიმართოს YOUR.GE-ს ელ-ფოსტის მეშვეობით. მომხმარებლის გვერდის გაუქმება არ იწვევს YOUR.GE-ს მონაცემთა ბაზაში არსებული მომხმარებლის მონაცემების წაშლასაც და იგი რჩება YOUR.GE-ს სისტემაში კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით.

    19. მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

    19.1. გამყიდველი უფლებას იტოვებს, სტანდარტულ პირობებში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.

    20. მიწოდებისა და მიტანის პირობები

    20.1. თუ თქვენი მომხმარებლის გვერდზე თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი “ჩაბარებულია” და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: your.ge@yahoo.com და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ კომპანია იზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე.

    21. დამატებითი პირობები

    21.1. ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    21.2. დადგენილი სამომხმარებლო ხელშეკრულების წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.